რეფინანსირების აუქციონზე ოთხი კომერციული ბანკის განაცხადი დაკმაყოფილდა

ეროვნული ბანკის 8-დღიან რეფინანსირების აუქციონზე, რომლის მოცულობამ 400 000 000 ლარი შეადგინა, ოთხი კომერციული ბანკის განაცხადი დაკმაყოფილდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მინიმალური საპროცენტო განაკვეთი - 4.00 პროცენტით, მაქსიმალური - 4.01 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 4.00 პროცენტით განისაზღვრა.

რეფინანსირების აუქციონები ყოველკვირეულად, ხუთშაბათობით ტარდება და მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტს წარმოადგენს.