მოსახლეობისთვის "ენერგო პრო ჯორჯიას" ტარიფი უცვლელი დარჩა

სემეკ-მა კომპანია "ენერგო პრო ჯორჯიას" ტარიფი უცვლელი დატოვა.

შესაბამისი გადაწყვეტილება სემეკ-მა დღევანდელ სხდომაზე მიიღო. კომისიის გადაწყვეტილებით, საფეხურებრივი ტარიფი უცვლელი რჩება, შესაბამისად 0-დან 100 კვტ. სთ-მდე დანახარჯის შემთხვევაში ტარიფი იქნება 7.630 თეთრი. 201-დან 300 კვტ.საათამდე - 11.0 თეთრი, 301 კვტ.სთ-დან ზემოთ - 14.83 თეთრი.

გადაწყვეტილების მიღებამდე კი, კომისიამ მოისმინა სემეკ-ის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის ინფორმაცია. მოსახლეობის სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიებით შექმნისა და ელექტროენერგიის რაციონალური გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, დეპარტამენტმა მიზანშეწონილად მიიჩნია, ამ ეტაპზე მოსახლეობისთვის ე.წ. საფეხურებრივი ტარიფი შენარჩუნდეს. ტარიფი 2015 წლის ბოლომდე ძალაში იქნება.