ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელები

ჟიზელ ბუნდჰენის შემოსავალმა ერთი წლის განმავლობაში 47 მლნ დოლარი შეადგინაამერიკულმა ”ფორბსმა” მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელების რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგში ისევ ბრაზილიელი მოდელი, ჟიზელ ბუნდჰენი ლიდერობს. სხვათა შორის, ის ამ რეინტინგის უცვლელი ლიდერი 2002 წლიდანაა. მიუხედავად იმისა, რომ ჟიზელი უკვე 34 წლისაა, ის ყველაზე მოთხოვნადი მოდელია.

”ფორბსმა” რეიტინგში შეიყვანა ის მოდელები, ვისი შემოსავლის ძირითადი წყარო სამოდელო საქმიანობაა. მათ შორის, გათვალისწინებულია გაფორმებული კონტრაქტები სხვადასხვა სამოდელო სახლებთან, პარფიუმერულ ბრენდებთან, თუ სარეკლამო სააგენტოებთან. მოდელების შემოსავლებში არ გაითვალისწინეს შოუ-ბიზნესის სხვა საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი.

ერთხელ მოდელმა ლინდა ევანგელისტამ იხუმრა, რომ საწოლიდან 10 000$-ზე ნაკლებად არ ადგებოდა. ახლა მისი ეს გამონათქვამი სავსებით შესაძლებელია საკუთარ თავზე ჟიზელ ბუნდჰენმა მოირგოს, რომლის შემოსავალი დღე-ღამის განმავლობაში საშუალოდ 128 000 $-ია. ერთი წლის განმავლობაში მისმა შემოსავალმა 47 მლნ დოლარი შეადგინა.

ჟიზელ ბუნდჰენთან ერთად ”ფორბსის” რეიტინგში შემდეგი მოდელები მოხვდნენ:

დაუტცენ კრუსი, ნიდერლანდები - 8 მლნ. $

ადრიანა ლიმა, ბრაზილია - 8 მლნ. $

ქეით მოსი, დიდი ბრიტანეთი - 7 მლნ. $

ქეით აპტონი, აშშ - 7 მლ. $

მირანდა კერი, ავსტრალია - 7 მლნ. $

ლიუ ვენი, ჩინეთი - 7 მლნ. $

ალესანდრა აბროზიო, ბრაზილია - 5 მლნ. $

ჰილარი როდა, აშშ - 5 მლნ. $

ნატალია ვოდიანოვა - 4 მლნ.$

იხილეთ ფოტოგალერეა