რეფინანსირების აუქციონზე ხუთი კომერციული ბანკის განაცხადი დაკმაყოფილდა

ეროვნული ბანკის 6 დღიან რეფინანსირების აუქციონზე, რომლის მოცულობამ 400 000 000 ლარი შეადგინა, ხუთი კომერციული ბანკის განაცხადი დაკმაყოფილდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 4.00 პროცენტით, მაქსიმალური 4.01 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 4.00 პროცენტით განისაზღვრა.

რეფინანსირების აუქციონები ყოველკვირეულად, ხუთშაბათობით ტარდება და წარმოადგენს მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტს.