დოლარი გამყარდა

დღეის მდგომარეობით ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი მერყეობს 103 ნიშნულთან.

როგორც Admiral Markets-ის ანალიტიკური ჯგუფი წერს, გასული კვირის განმავლობაში მნიშვნელოვანი იყო შეერთებული შტატებიდან გამოსული მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და ნავთობის თაობაზე მონაცემები.

კერძოდ, შეერთებული შტატების ეკონომიკურმა განვითარებამ ბოლო კვარტლის მონაცემის მიხედვით, კვლავ მოიმატა და ზრდამ  4.2 პროცენტი შეადგინა, რაც წინა მონაცემთან შედარებით 0.2 პროცენტით მეტია. ეს ინფორმაცია პირდაპირ აისახა მის ვალუტაზე. დოლარი სხვადასხვა ვალუტების მიმართ გამყარებულია და პოზიციებს არ თმობს. თუ მომავალში ასე გაგრძელდა, მან შეიძლება კიდევ გააგრძელოს გაძლიერება და მიაღწიოს ახალ მაქსიმუმებს.

Admiral Markets-ის ინფორმაციით, ბოლო პერიოდის მანძილზე ნავთობზე ფასები სტაბილურად ავითარებს დაღმავალ ტრენდს, მიუხედავათ ერაყსა და ლიბიაში დაძაბული მდგომარეობისა. ეს გამოწვეულია იმით, რომ ორივე ქვეყნაში არ არსებობს საფრთხე, შეწყდეს ნავთობის ექსპორტი და ამავე დროს მოპოვების რაოდენობას ზრდიან, რაც თავისთავად გამოიწვევს ბაზარზე ნავთობის საკმარის რაოდენობას.

დღეის მდგომარეობით ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი მერყეობს 103 ნიშნულთან, ხოლო ამერიკული ნავთობი ბარელზე შეადგენს 95 დოლარს და 70 ცენტს.

ასევე მნიშვნელოვანია გასულ კვირას განვითარებული რუსეთის ეკონომიკის სტაბილური დაღმავალი ტრენდის ჩამოყალიბება, რაც პირდაპირ უკავშირდება უკრაინის მოვლენებს. ამის ფონზე რუსულმა რუბლმა გააგრძელბა დაცემა და ამჟამად ვაჭრობა მიმდინარეობს 37.40 ნიშნულთან, ხოლო საფონდო ინდექსები ასევე აგრძელებენ სტაბილურად კლებას. კერძოდ, ММВБ-ს ინდექსზე დაფიქსირდა 1407,25 ნიშნული, РТС -მა კი დააფიქსირა 1193,77 პუნქტი.

მომზადებულია კომპანია Admiral Markets ანალიტიკური ჯგუფის მიერ

www.admiralmarkets.ge