ფოთში დევნილთა კორპუსების მშენებლობაზე დასაქმებულებმა აქცია გამართეს

ფოთში დევნილთა კორპუსების მშენებლობაზე დასაქმებულები კუთვნილ ხელფასს ითხოვენ.

დღეს მათ საპროტესტო აქცია გამართეს. მათი განცხადებით, კორპუსების მშენებლობა უკვე დარულდა, მათ კი 3 თვის ანაზღაურება ჯერაც არ მიუღიათ.

სამშენებლო სამუშაოებს ფოთში ფირმა "ზიმო" ახორციელებდა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ თუ მათი მოთხოვნა უახლოეს დღეებში არ დაკმაყოფილდება, საპროტესტო აქციებს გააგრძელებენ.