ნოდარ ხადური : მთავრობამ თბილისის მერიას სესხის აღებაზე თანხმობა მისცა

მთავრობამ მერიას თანხმობა მისცა საჭიროების შემთხვევაში სესხი აიღოს.

როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განუცხადა, თბილისის მერიამ თანხმობა ითხოვა, რომ სესხი აიღოს თბილისში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, დაახლოებით 30 მილიონი ლარის მოცულობით.

"დღეს მთავრობამ ამაზე იმსჯელა და მერიას თანხმობა მისცა, საჭიროების შემთხვევაში აიღოს ეს თანხა. ეს თანხა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა აიღოს მერიამ, თუ მის ანგარიშებზე იქნება უფრო ნაკლები, ვიდრე სასესხო ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული. ამავე დროს თანხები აიღება მხოლოდ ტრანშებით ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.