პარლამენტის დაფინანსება 1 155.6 ათასი ლარით მცირდება

მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტში პარლამენტისთვის გათვალისწინებული ასიგნებების მოცულობა მცირდება.

ამის თაობაზე შემუშავებული პარლამენტის დადგენილების პროექტი დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.

წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში საქართველოს პარლამენტისათვის გათვალისწინებული ასიგნებების მოცულობა 1 155.6 ათასი ლარის ოდენობით მცირდება და აღნიშნული თანხა მიმართული იქნება საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებში.

კომიტეტის უმრავლესობამ საკითხს მხარი დაუჭირა, ოპოზიციამ - არა.