პუტინს შესაძლოა, 40 მილიარდი დოლარი გაუყინონ

თანხის დაგროვება ვლადიმერ პუტინს იმ აქციებიდან შეეძლო, რომელსაც იგი რუსული ენერგეტიკული კომპანიებიდან ფლობს

როგორც ბრიტანული საინფორმაციო გამოცემა ”The Times” იუწყება, არსებობს მოსაზრება, რომ აშშ-მა იპოვა გზები, რათა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე გარკვეული ზეწოლა მოახდინოს.

აშშ ახალი სანქციების გამოყენებას გეგმავს, თუმცა, ამჟამად სანქციები მხოლოდ ერთი პიროვნებისკენ, პრეზიდენტ პუტინისკენ იქნება მიმართული. ზემოთ ნახსენები, საინფორმაციო სააგენტოს თქმით, ზეწოლა პუტინის 40 მილიარდ დოლარიან ანგარიშზე გავრცელდება, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი შვეიცარიის ბანკში ფლობს. ამერიკული ხელისუფლების გეგმის მიხედვით, თუკი რუსეთის ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე შევლენ, ისინი პუტინს ანგარიშს გაუყინავენ. თუმცა, არსებობს ერთი პრობლემა, შვეიცარიის ბანკში არსებული ფულადი თანხა არ არის ვლადიმერ პუტინის სახელზე გახსნილი, რის გამოც, რთულია იმის დადასტურება, რომ ზემოთ ხსენებული თანხა ნამდვილად მას ეკუთვნის.

წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, ასეთი თანხის დაგროვება ვლადიმერ პუტინს იმ აქციებიდან შეეძლო, რომელსაც იგი რუსული ენერგეტიკული კომპანიებიდან ფლობს.