დეკლარირების წესის დარღვევის გამო მოქალაქე 3 ათასი ლარით დაჯარიმდა

დეკლარირების წესის დარღვევის გამო შემოსავლების სამსახურმა საქართველოს მოქალაქე გ.ჰ. 3 ათასი ლარით დააჯარიმა.

უწყების ცნობით, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა 35 000 დოლარის ოდენობის არადეკლარირებული თანხა 19 სექტემბერს, სარფის საბაჟო ტერიტორიაზე, მისი კუთვნილი ავტომობილის დათვალიერებისას აღმოაჩინეს.

საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, მგზავრს სანქციის სახით ფულადი ჯარიმა შეეფარდა.