"სარფის" საბაჟოზე არადეკლარირებული ოქრო აღმოაჩინეს

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე არადეკლარირებული ოქროს შემოტანის მცდელობის ორი ფაქტი გამოვლინდა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით , 20 სექტემბერს თურქეთიდან საქართველოს მოქალაქე ნ.ბ. შემოვიდა, რომელსაც ფიზიკური დათვალიერებისას არადეკლარირებული ოქროს ზოდები, საერთო წონით 650 გრამი აღმოაჩნდა. საქონლის ღირებულებამ 44362,50 ლარი შეადგინა. საქმე შემდგომი რეაგირებისთვის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

21 სექტემბერს, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების ქვეყანაში შემოტანა საქართველოს მოქალაქე, ს.გ-მ სცადა. მოქალაქის ბარგისა და ხელბარგის დათვალიერებისას შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობებიე:1 ც. ოქროს სამაჯური, 1 ც. ოქროს ყელსაბამი, 6ც. ოქროს ბეჭედი, 13ც. ოქროს სამეული, საერთო წონით 166,94 გრამი აღმოაჩინეს. საქონლის ღირებულებამ 6647.54 ლარი შეადგინა. ს.გ. დაჯარიმდა სსკ-ს 289-ე მუხლის მე-10 ნაწილით და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 6647.54 ლარის ოდენობით.