ახალაშენებული ბინები 29 ათასად

დეველოპერულმა კომპანია "m²"-მა ახალი, ოპტიმალური ხაზის პირველი პროექტი "ოპტიმა ისანი" წარადგინა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ , საცხოვრებელი კომპლექსი "ოპტიმა ისანი" კომპანია "m²"-ის ახალ ოპტიმალურ სამშენებლო ხაზს ეკუთვნის, რომლის ფარგლებშიც კომპანია უფრო მეტი ოჯახისთვის ხელმისაწვდომ და მომხმარებელზე მორგებულ სამშენებლო პროექტებს განახორციელებს თბილისის სხვადასხვა უბნებში.

საცხოვრებელ კომპლექსში "ოპტიმა ისანი", ოპტიმალური დაგეგმარების ხარჯზე, შესაძლებელია სასურველი ფართის მქონე ბინის შეძენა, ნაკლებ ფასად.

"ამასთან, გარემონტებული ბინის შეძენით მფლობელი დაზოგავს დროს, ფულს და ენერგიას. "ოპტიმა ისანი"კომპანია "m2"-ის ოპტიმალური ხაზის პირველი პროექტია, რომელშიც 2-ოთახიანი გარემონტებული ბინის შეძენა 29,000 აშშ დოლარიდან არის შესაძლებელი. კომპანია "m²"-ი მომხმარებელს სთავაზობს სიახლეს ბინის შეძენის თვალსაზრისითაც – მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შეიძინოს ბინა "საქართველოს ბანკის" უფრო გრძელვადიანი იპოთეკური სესხით, რაც საგრძნობლად შეამცირებს ყოველთვიურ შენატანს. მაგალითისთვის: ორ ოთახიანი ბინის შეძენა "ოპტიმა ისანის" საცხოვრებელ კომპლექსში თვეში 213 აშშ დოლარიდან იქნება შესაძლებელი; სამ ოთახიანის – 329 აშშ დოლარიდან, ხოლო ოთხ ოთახიანის – 495 აშშ დოლარიდან", - აცხადებენ კომპანიაში.

238-ბინიანი სამშენებლო კომპლექსი "ოპტიმა ისანი" თბილისში, მოსკოვის გამზირის 14ა-ში მდებარეობს და ორი დამოუკიდებელი კორპუსისაგან შედგება, რომელიც 5,237 კვ.მ-ზე განათავსდება.