მარიხუანისა და ნარკოტიკული ნივთიერებების შემოტანის ფაქტი გამოვლინდა

თურქეთის მოქალაქეებმა საქართველოს ტერიტორიაზე მარიხუანისა და ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების შემოტანა სცადეს. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

"18 და 19 სექტემბერს, თურქეთის რესპუბლიკის ორმა მოქალაქემ სცადა საქართველოს ტერიტორიაზე მარიხუანისა და ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების შემოტანა. საბაჟო გამშვები პუნქტის "სარფის" მებაჟე ოფიცრებმა მ.ფ.ფ.-ის ბარგის დათვალიერებისას 23 გრამი მარიხუანა და 18 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი APRANAX PLUS აღმოაჩინეს. რაც შეეხება ჰ.ი.ო.-ს, მის ბარგში 5 გრამი მარიხუანა და ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები - 23 აბი NUROFEN COLD+FLU და 20 კაფსულა DUACT, ასევე, 9 კაფსულა ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი LYRICA - იყო დამალული. ორივე საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაეცა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარ სამმართველოს", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.