გიორგი კაკაურიძე ფინანსთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ფინანსთა მინისტრის მოადგილედ გიორგი კაკაურიძე დაინიშნა.

შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა. მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე კაკაურიძე ფინანსთა სამინისტროში საბიუჯეტო დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

გიორგი კაკაურიძის გარდა ნოდარ ხადურს კიდევ ოთხი მოადგილე ჰყავს. ესენია: გიორგი თაბუაშვილი, დავით ლეჟავა, ლაშა ხუციშვილი და გიორგი ჯავახიშვილი.