მარნეულის მუნიციპალიტეტში საგადასახადო სამართალდარღვევის 44 ფაქტი გამოვლინდა

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში, მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად , საგადასახადო სამართალდარღვევის 44 ფაქტი გამოვლინდა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, შემოსავლების სამსახური საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ 650-მდე გადამხდელი შემოწმდა, რის შედეგადაც შემდეგი სამართალდარღვევები დაფიქსირდა. კერძოდ: საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 25 შემთხვევა; ორი პირი ეკონომიკურ საქმიანობას გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით ახორციელებდა; 3 სამართალდარღვევა დაფიქსირდა საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნისას ზედნადების გამოუწერლობის გამო. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის ოფიცრებმა დღესვე, ამავე ტერიტორიაზე მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 14 სამართალდარღვევა გამოავლინეს.

საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი მიმდინარე კონტროლის ღონისძიებები პერმანენტულად ტარდება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში - როგორც თვითმმართველი ქალაქების, ასევე სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში.