ტყიბულის მაღაროს და ფეროშენადნობი ქარხნის მუშებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ტყიბულის მაღაროს და ფეროშენადნობი ქარხნის მუშებმა დღეს ზესტაფონში საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და "შრომის კოდექსში" გარკვეული ცვლილებების შეტანას ითხოვენ. "ვაპროტესტებთ იმ პირობებს, რომელსაც დამსაქმებლები გვიქმნიან. ვითხოვთ სამუშაო პირობების გაუმჯობესებას", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

საპროტესტო აქციას პროფკავშირების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.