ნოდარ ხადურმა სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ შეხვედრაში, რომელიც ვაშინგტონში გაიხსნა.

ფინანსთა სამინიტროს ცნობით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა ქრისტიან ლაგარდმა და მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა ჯიმ კიმმა პლენარულ სესიაზე ყურადღება გაამახვილეს ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მიღწევისა და მსოფლიოში უმუშევრობის პრობლემის დაძლევის გზებზე.

ვიზიტის ფარგლებში ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ასევე შეხვდა სარეიტინგო, საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებს და ინტერვიუ მისცა "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციას.