ზაქარია ქუცნაშვილი ფინანსთა სამინისტროს ბინის გაქირავების საშემოსავლო გადასახადის შემცირების ინიციატივით გამოსვლას სთხოვს

უმრავლესობის წარმომადგენელი ზაქარია ქუცნაშვილი ფინანსთა სამინისტროს ბინის გაქირავების საშემოსავლო გადასახადის შემცირების ინიციატივით გამოსვლას სთხოვს.

საკითხი დეპუტატმა ფინანსთა მინისტრთან, ნოდარ ხადურთან შეხვედრისას, უმრავლესობის სხდომაზე დასვა, სადაც 2015 წლის საბიუჯეტო პროექტს იხილავენ. "ვითხოვ და იქნებ თქვენც განიხილოთ საკითხი იმის შესახებ, რომ ბინის გამქირავებლებს საშემოსავლო გადასახადი შეუმცირდეთ. დღეს ეს სფერო ჩრდილშია გადასული და მოქალაქეები ბინის გაქირავებით მიღებულ შემოსავალს მალავენ. ფისკალური ეფექტი ძალიან დაბალია", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

პასუხად მინისტრმა მხოლოდ ის აღნიშნა, რომ საგადასახადო კანონმდებლობასთან დაკავშირებით უწყებას აქვს წინადადებები და საშემოსავლო გადასახადის საკითხი ცალკე საუბრის თემაა.