მიმოქცევაში ახალი 100 ლარიანი ბანკნოტები გამოდის

დღეიდან მიმოქცევაში ახალი, 2014 წელს გამოშვებული 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები ჩაეშვება.

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილებით, 2014 წლის 20 ოქტომბრიდან მიმოქცევაში გაშვებული იქნება 2014 წლის გამოშვების 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები. აღსანიშნავია, რომ 2014 წლის გამოშვების ბანკნოტების დიზაინიცა და სხვა მახასიათებლებიც 2012 წლის გამოშვების იგივე ნომინალის ბანკნოტების იდენტურია.

ახალი ბანკნოტების მიმოქცევა ძველი ბანკნოტების მიმოქცევის პარალელურად მოხდება.