საგადასახადო შეთანხმება შესაძლოა, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის დარიცხულ და გადაუხდელ მოსაკრებელზეც გაფორმდეს

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის დარიცხული და გადაუხდელი მოსაკრებლის, ასევე, მასთან დაკავშირებული ჯარიმა/საურავის შემცირების მიზნით, შესაძლოა, საგადასახადო შეთანხმების მექანიზმი იყოს გამოყენებული.

ასეთ შემთხვევებზე საგადასახადო შეთანხმების გაფორმებას "საგადასახადო კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო და გარემოს დაცვის კომიტეტების თავმჯდომარეების, დავით ონოფრიშვილისა და გიორგი ცაგარეიშვილის ერთობლივი საკანონმდებლო ინიციატივაა.

მოქმედი კანონის თანახმად, საგადასახადო შეთანხმება შესაძლებელია გაფორმდეს მხოლოდ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების შემცირების მიზნით. საგადასახადო შეთანხმება საგადასახადო ორგანოს მიერ ადმინისტრირებად მოსაკრებელზე და მასთან დაკავშირებულ ჯარიმა/საურავზე არ ფორმდება.