ნოდარ ხადური IFC-ის საინვესტიციო გარემოს პროგრამის რეგიონალურ მენეჯერს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) საინვესტიციო გარემოს პროგრამის რეგიონალურ მენეჯერს ლიზა კესნერს და IFC-ის გლობალური საგადასახადო ჯგუფის მენეჯერს კომალ მოჰინდრას შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ფინანსთა სამინისტროსა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტები და სამომავლო გეგები განიხილეს.

IFC-თან დადებული ხელშეკრულება ითვალისწინებს თანამშრომლობას საგადასახადო კანონმდებლის სრულყოფისა და მასთან დაკავშირებული ნორმატიული ბაზის დახვეწის კუთხით.