ნოდარ ხადური არაბთა გაერთიანებული საემიროების საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური არაბთა გაერთიანებული საემიროების საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრ შეიხა ლუბნა ბინტ ხალედ ალ-ქასიმს შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით,  შეხვედრაზე საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები განიხილეს. ფინანსთა მინისტრმა სტუმარს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო გარემოზე, მოქმედი საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის შესახებ. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პერსპექტივა.

საქართველოში სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში არაბთა გაერთიანებული საემიროების საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრი შეხვდება აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, დაათვალიერებს რამდენიმე ქართულ საწარმოს.

დაგეგმილია მისი შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან.