აუქციონზე 35 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ეროვნული ბანკის 91-დღიან N44, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე დღეს 35 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ფასიანი ქაღალდები შეიძინა ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი- 4.12 პროცენტით, მაქსიმალური -4.30 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 4.20 პროცენტით განისაზღვრა.