სოფლის მეურნეობის სამინისტროში ადასტურებენ, რომ ოთარ დანელიასთვის 1 739 ლარად ღირებული Iphone 6 სამინისტრომ შეიძინა

სოფლის მეურნეობის სამინისტროში ადასტურებენ ინფორმაციას, რომ მინისტრ ოთარ დანელიასთვის 1 739 ლარად ღირებული მობილური ტელეფონი Iphone 6 სამინისტრომ შეიძინა.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ოთარ შამუგია განმარტავს, ტელეფონი სახელმწიფოს საკუთრებაა.

"ეს ჩვეულებრივი მომენტია. მინისტრს, მინისტრის მოადგილეებს ეკუთვნით სამსახურებრივი ტელეფონი. ტელეფონი არის სახელმწიფოს საკუთრება. მინისტრის საკუთრება არ არის, სარგებლობს ამ ტელეფონით, როცა ასრულებს მინისტრის ფუნქციას. შესაბამისად, გვქონდა საშუალება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გვეყიდა", - განაცხადა შამუგიამ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან სატელეფონო საუბრისას.