ხუთი სფერო, რომელშიც შესაძლოა, მილიარდები იშოვოთ

Reuters-მა დაითვალა მსოფლიოში რამდენი მილიარდერია და რა ხერხებით მოახერხეს მათ ფულის შოვნა.

გამოცემის თანახმად, ამჟამად მსოფლიოში 2325 მილიარდერია და მათ ხელთ არსებული თანხა, მსოფლიო სიმდიდრის 4%-ს უდრის. მაშასადამე, რომელ სფეროში მიაღწიეს მათ ასეთ წარმატებებს?

თუკი დავუჯერებთ კომპანია Wealth-X-ის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს, მილიარდერების 13%-მა ქონება მემკვიდრეობით მიიღო, 27% მაშინ გამდიდრდა, როდესაც მემკვიდრეობით დატოვებული თანხა წარმატებულ საქმეში ჩადო. ხოლო დარჩენმა 60%-მა ყველაფერი საკუთარი შრომით მოიპოვა. კვლევების თანახმად, კეთილდღეობის გაუმჯობესება თითქმის, ყველა სფეროშია შესაძლებელი. გთავაზობთ ხუთეულს, რომელმაც ყველაზე მეტი მილიარდერი გამოზარდა:

1. ფინანსები, ბანკები, ინვესტიციები

2. მრეწველობა

3. უძრავი ქონება

4. ტექსტილი, ტანისამოსი, პრემიუმ-სეგმენტის პროდუქცია

5. სოციალური ორგანიზაციები.

აღსანიშნავია, რომ მრეწველობის სფეროში სიმდიდრის მოპოვება, მილიარდერებმა ლათინურ ამერიკაში, კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში, აზიაში, აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში შეძლეს. გამოდის, რომ თუკი გსურთ გახდეთ მილიარდერი - უნდა წახვიდეთ უოლ-სტრიტზე ან განავითაროთ მრეწველობა განვითარებად ბაზრებში.