ოთარ დანელია: IPhone 6-ის საფასური უკვე დაფარულია ჩემი პირადი ანგარიშიდან

თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ მობილური ტელეფონის - IPhone 6-ის შეძენის ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

"მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ კონკრეტული პარამეტრის ტელეფონის შეძენა განპირობებული იყო სამსახურებრივი საჭიროებით და განხორციელდა კანონის სრული დაცვით, ამას საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. აღნიშნული ტელეფონის საფასური უკვე დაფარულია ჩემი პირადი ანგარიშიდან, ვინაიდან თითოეული მოქალაქის აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა ოთარ დანელიამ.