"საქართველოს ბანკმა" და DEG-მა 35 მლნ დოლარის მოცულობის სასესხო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი

"საქართველოს ბანკმა" და გერმანიის საინვესტიციო და განვითარების საზოგადოებამ (DEG) 35 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის სასესხო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

"საქართველოს ბანკის" მხრიდან ხელშეკრულებას ხელი მოაწერა "საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილემ, სულხან გვალიამ, ხოლო გერმანიის საინვესტიციო და განვითარების საზოგადოების მხრიდან – DEG-ის უფროსმა დირექტორმა აზიასა და ევროპაში, ინგრიდ ვან ვეესმა.

როგორც სულხან გვალიამ განაცხადა, სესხის ვადა შეადგენს 5 წელს და განკუთვნილია საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებისთვის. ინგრიდ ვან ვეესის განცხადებით, "საქართველოს ბანკსა" და DEG-ს შორის პარტნიორობა უკვე 15 წელს ითვლის.

DEG არის KFW-ის შვილობილი, რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესი განვითარების ფინანსური ინსტიტუტია ევროპაში. DEG 50 წელზე მეტია, ახდენს კერძო კომპანიების ინვესტიციების დაფინანსებასა და სტრუქტურირებას, განვითარებადი და აღმოცენებადი ეკონომიკის ქვეყნებში.