ვანის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

ვანის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა ძაგნიძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საკუთარ კაბინეტში დააკავა.

არსებული ინფორმაციით, ძაგნიძე ხელბორკილით გაიყვანეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მას 3 ათასი ლარის ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ. ვანის საკრებულოს ზოგიერთი წევრი აცხადებს, რომ ძაგნიძის დაკავება პოლიტიკურ ანგარიშსწორებას წარმოადგენს, რადგან ის საკრებულოს თავმჯდომარეობის რეალურ კანდიდატად მოიაზრებოდა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

როგორც საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურში განმარტავენ, ინფორმაციას განცხადების სახით გაავრცელებენ.