შესაძლოა პენსიების და სახელმწიფო გასაცემლების მომსახურე ბანკი შეიცვალოს

პენსიებისა და სხვა სახის სახელმწიფო გასაცემლების მომსახურე ბანკის შესარჩევად, სოციალური მომსახურების სააგენტო კონკურსს აცხადებს.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველთა განცხადებების მიღების ვადა 2015 წლის 10 ნოემბერს იწურება. ბანკმა მომსახურება საკონკურსო პირობების შესაბამისად, ინსტრუქციებისა და დანართების მიხედვით უნდა განახორციელოს.