ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკური ზონის, "ბათუმის" თანამშრომლებმა, შპს "ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალში" ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, აღმოჩენილია ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები: Zolpidem EG – 62 აბი და Zolpidem Sandoz - 30 აბი. მედიკამენტები კონტეინერით გადმოზიდულ ავტომანქანაში აღმოჩნდა, რომელიც საქართველოს მოქალაქე მ.ნ.-ის ეკუთვნის.

საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით, შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს გადაეცა.