მოქალაქე არადეკლარირებული საქონლის შემოტანისთვის დაჯარიმდა

საბაჟო გამშვებ პუნქტში "თბილისის აეროპორტი", რეისით დუბაი - თბილისი, ჩამოფრინდა საქართველოს მოქალაქე ო.ხ., რომლის კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მგზავრის ბარგში აღმოჩნდა 6434,79 ლარის ღირებულების სხვადასხვა ნივთი, კერძოდ: მობილური ტელეფონი Iphone 4 s - 4 ცალი, Iphone 4 – 9 ცალი, ელემენტი SAMSUNG – 50 ცალი, ელემენტი HUAWEI - 15 ცალი, მეხსიერების ბარათი 2 GB – 699 ცალი, ტურბო სიმი - 2 ცალი.

საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, პირს სანქციის სახით ფულადი ჯარიმა შეეფარდა 6434,79 ლარის ოდენობით.