"საქართველოს ბანკმა" კიდევ ერთი Express სერვისცენტრი გახსნა

"საქართველოს ბანკმა" თბილისში კიდევ ერთი ახალი Express სერვისცენტრი გახსნა.

ბანკის ინფორმაციით, ”საქართველოს ბანკი" განაგრძობს სერვისცენტრების ქსელის გაფართოებას ქვეყნის მასშტაბით. დღეს კიდევ ერთი ახალი Express სერვისცენტრი თბილისში დ. აღმაშენებლის 3 ნომერში გაიხსნა. ახალ Express სერვისცენტრში მომხმარებელი შეასრულებს ნებისმიერ სტანდარტულ საბანკო ოპერაციას.

2014 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით საქართველოს ბანკის ახლა უკვე 214 სერვისცენტრი მოქმედებს.