აშშ-ში საწვავი რძეზე იაფი ღირს

მიმდინარე წლის ივნისის ბოლოდან WTI- ის მარკის ნავთობის ფასი 20 დოლარზე მეტით შემცირდა.

ეს ყოველივე კი ნავთობის მოპოვების რაოდენობის ზრდისა და თრეიდერების შეშფოთების ფონზე მოხდა. ”აღსანიშნავია, რომ "ოპეკის" ზოგიერთი წევრი, კერძოდ საუდის არაბეთი, მზად არიან დაბალი ფასი შეინარჩუნონ ბაზარზე საკუთარი წილის შესანარჩუნებლად", - ამის შესახებ ამერიკის საავტომობილო ასოციაცია იუწყება.

მათივე ინფორმაციით, შემოდგომაზე ამერიკაში საავტომობილო საწვავის ფასი ტრადიციულად, ცოტათი იკლებს ავომობილისტების აქტიურობის ფონზე, მაგრამ წელს ბენზინის ფასები გაცილებით სწრაფი ტემპით ეცემა, რაც მსოფლიო ბირჟებზე ნავთობის ფასის რეკორდულ ვარდნას უკავშირდება. ამგვარად, აშშ-ში ბენზინის ფასი რძის ფასზე ნაკლებია, რომლის საშუალო ფასი 3,73 დოლარს შეადგენს გალონზე. 2010 წლის 22 დეკემბრის შემდეგ პირველად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ბენზინის საცალო ფასი გალონზე 3 დოლარით შემცირდა.