თბილისის მოსახლეობას კომუნალური ვაუჩერების თანხა დღეიდან დაერიცხება

დღეიდან თბილისის მოსახლეობა კომუნალურ ვაუჩერებს მიიღებს.

როგორც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ზამთრის სეზონის მზადებასთან დაკავშირებით მერიაში გამართულ თათბირზე განაცხადა, სოციალურად დაუცველი ოჯახები 250 ლარიან, დანარჩენი აბონენტები კი 100 ლარიან ვაუჩერს მიიღებენ.

"ვაუჩერი ამ წლის ნოემბერ-დეკემბერში დარიგდება იმ სქემით, რა სქემაც იყო დამტკიცებული. ცვლილება არ მომხდარა, თუმცა ჩვენ გავზარდეთ დაფინანსების მოცულობა, როცა სექტემბერში შევცვალეთ ბიუჯეტი, ვინაიდან, სოციალურად დაუცველთა ბაზაში შეტანილმა ცვლილებებმა დამატებითი დაფინანსების საჭიროება წარმოშვა", - განაცხადა დავით ნარმანიამ.