რუსული რუბლის კურსი კატასტროფულად ეცემა

რუსეთი ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს.

რუსული რუბლი ინფლაციას განიცდის როგორც ამერიკული დოლარის, ისე ევროს მიმართ.

დღეს დილიდან ერთი დოლარის ყიდვა უკვე 43 რუბლად და 58 კაპიკად არის შესაძლებელი, ევრო კი 54 რუბლი და 41 კაპიკი ღირს. თუმცა, რუსული გამოცემები წერენ, რომ ეს ჯერ კიდევ არ არის ისტორიული მაქსიმუმი, რადგან ამ მაქსიმუმამდე რამდენიმე კაპიკი კიდევ რჩება.

31 ოქტომბერს რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება, აეწია საპროცენტო განაკვეთი 9,5 %-მდე. ბაზრის მოთამაშეები ელოდნენ, რომ ასეთი გადაწყვეტილება რუსეთის ეროვნული ვალუტის გამყარებას გამოიწვევდა. თუმცა, ცენტრალური ბანკის ამ გადაწყვეტილებამ გრძელვადიანი ეფექტი ვერ გამოიღო.