რუსეთიდან კაპიტალის გადინების მაჩვენებელი 120 მილიარდ დოლარს მიაღწევს

დასავლეთის სანქციები რუსეთზე კვლავაც უარყოფითად აისახება, რაც ქვეყნიდან კაპიტალის სერიოზულ გადინებაშიც გამოიხატება.

მიმდინარე წლის დასაწყისიდან ამ დრომდე რუსეთიდან კაპიტალის გადინებამ 110 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა. რუსეთის ეკონომიკის უმაღლესი სკოლის ინფორმაციით, ამ მონაცემებმა ყველა ოფიციალურ პროგნოზს გადააჭარბა. რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს პროგნოზით, 2014 წელს რუსეთიდან კაპიტალის გადინებას 100 მილიარდი უნდა შეედგინა, ცენტრალური ბანკის მონაცემებით კი გადინების მაჩვენებელი 90 მილიარდი იქნება.

ეკონომიკის უმაღლესი სკოლის ექსპერტების თანახმად, კაპიტალის ამ რაოდენობის გადინებას ხელი დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა შეუწყო; არის ასევე სხვა მიზეზებიც, მათ შორის, მსოფლიო ბანკთან შეზღუდული წვდომა, საგარეო ვალი, ეკონომიკის სტაგნაცია... ეკონომიკის უმაღლეს სკოლაში მიიჩნევენ, რომ წლის ბოლომდე რუსეთიდან კაპიტალის გადინების მაჩვენებელი 120 მილიარდ დოლარს მიაღწევს.