დავით შავლიაშვილი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს ჰენრი კერალსა და ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა იმ პროექტების შესახებ ისაუბრეს, რომლებსაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

შეხვედრაზე იმსჯელეს ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის 14 კმ-იანი გზის მონაკვეთის მშენებლობაზე. ამ ეტაპზე მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მონაკვეთის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების პროექტი და დიზაინი მომზადდა. შეხვედრას საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, ვაჟა ფანჩულიძე და მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ამაშუკელი ესწრებოდნენ.