საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 10.7 მლრდ ლარს გადააჭარბა

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2014 წლის პირველი ნოემბრისათვის 10.7 მლრდ ლარს გადააჭარბა, რაც 8.0 მლნ ლარით ანუ 0.1 პროცენტით მეტია მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრისათვის არსებულ მაჩვენებელზე.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა მოთხოვნამდე დეპოზიტების კლებას 31.9 მლნ ლარით, ანუ 0.7 პროცენტით და ვადიანი დეპოზიტების ზრდას 39.9 მლნ ლარით ანუ 0.7 პროცენტით. დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის 59.50 პროცენტი შეადგინა - 0.84 პროცენტული პუნქტით ნაკლები პირველი ოქტომბრის მდგომარეობასთან შედარებით.

ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 6.2 პროცენტი შეადგენა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 9.9 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 4.8 პროცენტი.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 82.0 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 15.6 პროცენტი შეადგინა.