მებაჟე ოფიცრებმა აკრძალული პრეპარატების შემოტანის რამდენიმე მცდელობა გამოავლინეს

მებაჟე ოფიცრებმა საბაჟო გამშვებ პუნქტზე "ყაზბეგი" 12 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატი Klipal Kodeine აღმოაჩინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, აკრძალული პრეპარატი სომხეთის მოქალაქე ა.ი.-ს შემოჰქონდა, რომელიც რუსეთის ფედერაციის მხრიდან შემოვიდა. საქმე შემდგომი რეაგირებისათვის საპატრულო პოლიციას გადაეცა.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, ფსიქოტროპული ნივთიერების (ფსევდოეფედრინი) შემცველი პრეპარატების შემოტანის მცდელობა გამოვლინდა სგპ "ვალეს" ტერიტორიაზე.

თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოსული სომხეთის მოქალაქე ბ.ტ.-ის ბარგის დათვალიერებისას, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს DISOPHROL -16 აბი (1,92 გრ); DISOPHROL- 1 ბოთლი (0,6 გრ ); POLARAMINE -2 ბოთლი (0,8 გრ); ასევე ფსიქოტროპული ნივთიერების (ქლორდიაზეპოქსიდი) შემცველობის პრეპარატი STOMARAX- 30 აბი (0,15 გრ).

საქმე შემდგომი რეაგირებისთვის შსს-ს სამცხე-ჯავახეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებას გადაეცა.