რუსული მედია: საფრანგეთს რუსეთისთვის 3 მლრდ ევროს გადახდა მოუწევს, თუ "მისტრალის" გადაცემაზე უარს იტყვის

საფრანგეთს 3 მილიარდი ევროს გადახდა მოუწევს რუსეთისთვის, თუ "მისტრალის" გადაცემაზე საბოლოოდ უარს იტყვის.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. "ინტერფაქსის" ცნობით, თუ საფრანგეთი რუსეთისთვის "მისტრალის" გადაცემაზე საერთოდ უარს იტყვის, რუსულ მხარეს ასევე აქვს უფლება, მოითხოვოს კომპენსაცია - 800 მილიონი ევრო თითოეული ხომალდის სანაცვლოდ.

გუშინ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ უწინდებურად ვერ ხედავს რუსეთისთვის "მისტრალის" გადაცემის პირობებს. "საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილი ვითარება ქვეყანას საშუალებას არ აძლევს, რუსეთს პირველი "მისტრალი" გადასცეს", - ნათქვამი იყო განცხადებაში.

რუსეთისთვის "მისტრალის" ტიპის ხომალდი "ვლადივასტოკი" ფრანგულ მხარეს 14 ნოემბერს უნდა გადაეცა, თუმცა გადაცემის ცერემონია ჩაიშალა.