ოქტომბრის თვეში, ვადაგადაცილებული სესხები 15.3 მლნ ლარით შემცირდა

2014 წლის ოქტომბრის თვეში, ვადაგადაცილებული სესხები 15.3 მლნ ლარით შემცირდა და 263.8 მლნ ლარს გაუტოლდა.

ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ოქტომბრის თვის მიმოხილვაშია აღნიშნული.

ამავე მონაცემების მიხედვით, ვადაგადაცილებული სესხების წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 2.2 პროცენტი იყო. ვადაგადაცილებული სესხების 48.8 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული.

საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 60.0-ს პროცენტს გაუტოლდა.