ჰენრი კერალი: ლარის კურსის დაცემის ნაწილობრივი მიზეზი გარე პირობების ცვლილება გახდა

მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, ჰენრი კერალი ლარის კურსის დაცემას, ნაწილობრივ, გარე პირობების ცვლილებას უკავშირებს.

ამის შესახებ კერალიმ ჟურნალისტებს დღეს, სასტუმრო "ძველ თბილისში", ფინანსთა სამინისტროს ორწლიანი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ განუცხადა. "ამერიკულ დოლართან მიმართებაში ლარის კურსის დაცემა ნაწილობრივ უკავშირდება სეზონურ ფაქტორს - წლის ბოლოს შობისა და ახალი წლის მოახლოებასთან ერთად დოლარზე მოთხოვნა იზრდება. მეორე მიზეზი და განსაკუთრებული გარემოებაა უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, რამაც დოლარზე მოთხოვნა გაზარდა. საქართველოდან უკრაინაში ექსპორტი შემცირდა, თუმცა იზრდება ტურიზმის მაჩვენებელი. ასე რომ, კურსის დაცემის ნაწილობრივი მიზეზი გარე პირობების ცვლილება გახდა", - განაცხადა ჰენრი კერალიმ.