ნოდარ ხადური: არ მახსოვს შემთხვევა, რომ წელს მინისტრებს პრემია მიეღოთ, ორი-სამი გამონაკლისის გარდა

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განმარტებით, მინისტრის ხელზე ასაღები ხელფასი 5 000 ლარია, თავის დანამატიანად ერთად.

როგორც ხადურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, 2012 წელთან შედარებით, მინისტრების ხელფასი ორ-სამჯერ შემცირდა. მისივე თქმით, 2015 წლის საბიუჯეტო პროექტით შრომის ანაზღაურების ნაწილის ზრდა სამართალდამცავთა და თავდაცვის სისტემაზე, ასევე სასამართლო ხელისუფლებაზე მოდის. ხადურმა ისიც აღნიშნა, რომ მომავლი წლიდან ხელფასი ეზრდებათ სახალხო დამცველს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინპექტორს, რადგან იზრდება მათი ფუნქციები.

"მინისტრების და მინისტრის მოადგილეების ხელფასები მნიშვნელოვანად არის შემცირებული – ორჯერ, სამჯერ და ზოგჯერ მეტადაც. მინისტრის ხელფასი ხელზე 5 000 ლარია, თავის დანამატთან ერთად. პრაქტიკულად არ მახსოვს შემთხვევა, რომ წელს მინისტრებს პრემია მიეღოთ, ორი-სამი გამონაკლისის გარდა. აქ კი საუბარია რამდენიმე მინისტრზე, რომლებმაც ასოცირების შეთანხმებაზე იმუშავეს და პრემია მათ მიიღეს", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.