რუბლი კატასტროფულად ეცემა - ევროს ფასმა 100 რუბლს გადააჭარბა

რუსული ეროვნული ვალუტა საათობრივად ვარდნას განაგრძობს.

რუსული მედიის ცნობით, მოსკოვის ბირჟებზე ვაჭრობის შედეგების თანახმად, ერთი ევროს ფასმა ადგილობრივი დროით 15:13 საათზე 20,60 რუბლით მოიმატა და რეკორდული მაჩვენებელი - 100,74 რუბლი შეადგინა.

ამავე მონაცემებით, ერთი დოლარის ფასი 81 რუბლს უტოლდება.