”ლარის კურსის ცვლილება რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან არის მიბმული”

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ლარის კურსის ცვლილება რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან არის მიბმული.

როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სიტუაცია არის კონტროლქვეშ, თუმცა საჭიროების შემთხევაში მის დასარეგულირებლად ეროვნული ბანკი ჩაერევა. "ლარის კურსი მე მგონი კონტროლ ქვეშ გაქვთ, ბატონო ნოდარ და ბატონო გიორგი (ხადური, კვირიკაშვილი). ვიცი, რომ თქვენ გაქვთ კომუნიკაცია ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან. სიტუაციას ვაკონტროლებთ. ეს არის მცურავი კურსი და, რა თქმა უნდა, მიბმულია რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან. მაგრამ, სიტუაცია არის კონტროლქვეშ და თუ საჭირო გახდა, ეროვნული ბანკი ამ სიტუაციის დარეგულირებაში ჩაერევა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.