საგამოძიებო სამსახურმა "ჰერმესის" თანამშრომელი დააკავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე, თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "ჰერმესის" ერთ-ერთი თანამშრომელი, მურმან ჩ. დააკავეს.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ერთ-ერთ მოქალაქეს სახელმწიფო საკუთრებში არსებული მიწის ნაკვეთების უკანონოდ გადაცემის სანაცვლოდ, ქრთამის სახით, 2 000 ლარი გამოართვა. დანაშაულებრივ ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.