ფორბსის მონაცემებით, ბიძინა ივანიშვილის ქონება შემცირდა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ქონებას ამერიკული "ფორბსი" ბოლო მონაცემებით, 5,2 მილიარდ დოლარად აფასებს.

ამ მონაცემებით, მსოფლიოს მილიარდერებს შორის ბიძინა ივანიშვილი 273-ე ადგილს იკავებს მაშინ, როცა 2013 წელს 229-ე პოზიციაზე იყო. აღსანიშნავია, რომ "ფორბსის" 2013 წლის მარტში გამოქვეყნებული მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში ბიძინა ივანიშვილის ქონება 5,3 მილიარდ დოლარს შეადგენდა, 2012 წელს კი ყოფილი პრემიერის ქონება 6,4 მილიარდი დოლარი იყო.

ბიძინა ივანიშვილი კვლავ რჩება საქართველოს ყველაზე მდიდარ ადამიანად.