ფინანსთა მინისტრი USAID-ის კავკასიის მისიის დირექტორს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კავკასიის მისიის დირექტორს, სტეფან ჰაიკინს და მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს შორის თანამშრომლობის საკითხები, USAID-ის მხარდაჭერილი პროექტების, მათ შორის, G4G-ის (Governing for Growth) მიმდინარეობა, რომელიც ითვალისწინებს კონკურენტული ბიზნესგარემოს შექმნას, ეკონომიკური რეფორმების განხორციელებას მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის დიალოგის ხელშეწყობით.

ფინანსთა მინისტრმა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კავკასიის მისიის დირექტორს მადლობა გადაუხადა USAID-ის მიერ ქვეყნისთვის მნიშნელოვანი პროექტების განხორციელებისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა, მზადაა გაააქტიუროს მუშაობა, რათა დონორების მხარდაჭერით განხორციელებულმა პროექტებმა, რეალურად შეუწყოს ხელი ქვეყნის ეკონომიკის სწრაფ ზრდასა და განვითარებას. თავის მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კავკასიის მისიის დირექტორმა აღნიშნა, რომ საქართველო USAID-ის განსაკუთრებული პარტნიორია, რომელთან თანამშრომლობა აქტიურად გაგრძელდება.