ნოდარ ხადური ვენაში Euromoney-ის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დღეს Euromoney-ის მიერ ორგანიზებულ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, Euromoney-ის მიერ ორგანიზებული ფორუმი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ეკონომიკური პოლიტიკის თანამედროვე გამოწვევებს ეძღვნება. ფორუმი ავსტრიის დედაქალაქ ვენაში იმართება.

"Euromoney მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ფინანსური ჟურნალია და მის მიერ ორგანიზებულ კონფერენციებს მსოფლიოს წამყვანი საინვესტიციო ბანკების, კორპორაციების, სამთავრობო და ფინანსური წრეების წარმომადგენლები ესწრებიან", - განმარტავენ სამინისტროში.