ფინანსთა მინისტრმა ავსტრიაში ორმხრივი შეხვედრები გამართა

ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ავსტრიის დედაქალაქში მიმდინარე Euromoney-ის ფორუმის ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრები გამართა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრი და მინისტრის მოადგილე დავით ლეჟავა ცნობილი ბანკებისა და საინვესტიციო ორგანიზაციების: Societe Generale-ის, Deutsche Bank-ის, Barclays-ის და Banca IMI-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრებზე განიხილეს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები, მიმდინარე ეკონომიკური პროცესები, ასევე ისაუბრეს ქვეყანაში ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივაზე.

ფორუმის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრმა ასევე ინტერვიუ მისცა ჟურნალ Euromoney-ს, რომელიც უახლოეს პერიოდში განთავსდება Euromoney-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.